ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ, ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის სასამართლო პროცესი 2027 წლის ივნისში ჩანიშნა, - ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას შეეცდება, მათ შორის ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის, იმუნიტეტის საფუძველზე.
შუამდგომლობების განხილვა 2026 წლის 17 ნოემბერს არის დაგეგმილი.
მადურო სასამართლოს წინაშე პირველად 2026 წლის 5 იანვარს წარდგა.