ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციამ "ბორჯომის თასი" ჩაატარა. შეჯიბრება პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში გაიმართა და მონაწილეობა 48 მოთამაშემ მიიღო.
ტურნირი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეები გამარჯვებისთვის დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრებში ასპარეზობდნენ. გამარჯვებული "ბორჯომის თასის" ჩემპიონი გახდა და სამახსოვრო თასთან ერთად ფულადი ჯილდოც მიიღო.
ტურნირის მიზანი საქართველოში კიბერსპორტის პოპულარიზაციაა.