დღეს, მალთაყვას ოქროს ტბაზე სტარტი ევროპის და აფრიკის ღია პირველობამ წყალსათხილამურო სპორტის სახეობაში აიღო. ტურნირში 21 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
სლამომში, ფიგურებსა და ტრამპლინში გასამართი ორდღიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ 26 ივლისს, ფინალური შეჯიბრება გაიმართება, დღეს კი ევრო პირველობის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგება.
"საერთაშორისო ექსპერტების აღნიშვნით, ფოთი მოხვდა იმ რუკაზე, რასაც ჰქვია წყალსათხილამურო სპორტის მთავარი ობიექტი. ამით მინდა გითხრათ, რომ უნდა გაიზარდოს, წესით, პოპულარიზაცია როგორც ქვეყნის, ისე სპორტის სახეობის. ძალიან ლამაზი საყურებელია, ამიტომ 24-დან 26-ის ჩათვლით ყველას ვიწვევთ ამ საოცარ ადგილას, რომელიც მომზადდა იმისთვის, რომ ყველამ - როგორც სპორტსმენებმა, ისე მაყურებლებმა, მიიღოს სიამოვნება," - აცხადებს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მეძმარიაშვილი.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი