24 ივლისი 2026,   16:20
ვრცლად
"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია მოსწყდა ხალხს და ამიტომ ნულოვანი მოჭიდება აქვთ ხალხში" - მიხეილ სააკაშვილი

"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია უკვე მოერე დღეა მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაოშორისო გამჭრვალობა საქართველოს" უპირისპირდება. მათი უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელშიც 91 პატიმარი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პატიმარი პრეზიდენტი კი ამ ანგარიშში ვერ მოხვდა. 91-ს მინუს სააკაშვილი - სწორედ ეს გახდა "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის გაღიზიანებისა და მწვავე კრიტიკის საბაბი.

"მე საერთოდ არ მესმის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე პრეტენზია იმ ხალხს, რომელიც მუდმივად პოლიტიკოსთა გადახალისებისკენ მოგვიწოდებს და თვითონ მრავალი წელია უცვლელად ზის მაღალ ხელფასიან თანამდებობაზე და ცდილობს ჭკუა დაგვარიგოს.

შეგახსენებთ რომ თავად TI-ს დირექტორი, გიგაური თითქმის 20 წელია უცვლელად იკავებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის თანამდებობას. ხოლო სოროსის ფონდის დირექტორი ხუციშვილი, 2002 წლიდან. ზოგიერთი არასამთავრობოს დირექტორი, არასამთავრობოდან პირდაპირ ივანიშვილთან გადასკუპდა, როგორც მაგალითად საიას თავმჯდომარე ჩუგოშვილი, რომელიც ივანიშვილის ვიცე-სპიკერი და მის საერთაშორისო არენაზე თავგამოდებული პროპაგანდისტი იყო, სანამ ისეთი პირობები არ შეუქმნეს რომ ვერ გაჩერებულიყო იქ.

არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია მოსწყდა ხალხს და ამიტომ ნულოვანი მოჭიდება აქვთ ხალხში. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არასამთავრობოთა შევიწროების და აკრძალვის, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მთლიანობაში საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები