27 ნოემბერი 2026,   12:12
ვრცლად
ევროპის 5 დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება - საფრანგეთში ათასობით ადამიანი განათლების სფეროს რეფორმას ითხოვს და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ

საპროტესტო აქციებია ევროპის ხუთ დედაქალაქში. პარიზში ათასობით მოქალაქე, სტუდენტები, მოსწავლეები და მასწავლებლები, განათლების სფეროს რეფორმას ითხოვენ და მთავრობას მოთხოვნების სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ.

ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პარალელურად, ფერმერებმა აგრარული ბიუჯეტის დაანონსებული შემცირება გააპროტესტეს.

ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქცია გაიმართა.

მსვლელობა მოეწყო მადრიდშიც - ესპანეთში მწვავე საბინაო კრიზისსა და გამოსახლებებსაც აპროტესტებენ.

ათენში კი ქუჩაში 15 ათასამდე მასწავლებელი, ექიმი და სტუდენტი გამოვიდა - საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვამ ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.

დღის ამბები