ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივლისს 11:00-იდან 11:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ასევე დუშეთის რაიონის სოფლებში ჭილურტი, მჭადიჯვარი, ახალშენი, ებნისი, პეტრიანი, ლამოვანი, ქვიტკირისწყარო, ციხევდავი, ზემო შუახევი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.