27 ივლისი 2026,   22:48
ვრცლად
შეხვედრა სამშენებლო სექტორთან - საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურულ სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურულ სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს. შეხვედრის მთავარი საკითხები ინდექსაციის ახალი წესები, სამშენებლო მასალებისა და სხვა რესურსების ღირებულება იყო. განიხილეს შრომის ანაზღაურების, ტექნიკისა და ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებული საკითხებიც.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ინფრასტრუქტურულ სექტორში დასაქმებასა და კომპანიების საქმიანობის რეგულირებას ეხება. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ახალი მიდგომები შექმნის ახალ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის.

სახელმწიფო პროექტებში ინდექსაციის წესი კომპანიებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დარჩა, გარკვეული შეზღუდვები დაწესდა არაკეთილსინდისიერი კომპანიებისთვის.

დღის წესრიგში ახალი რეგულაციების პრაქტიკაში გამოყენება და ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელებაა. საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.

დღის ამბები