28 ივლისი 2026,   16:59
ვრცლად
მინესოტაში, საბიუჯეტო დაფინანსებით, ბავშვებისთვის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება - პროექტს საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა

მინესოტას შტატში, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, 4-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის ტრანსგენდერი თოჯინების დარიგება იგეგმება. The Telegraph-მა გაარკვია, რომ პროექტს, რომელზეც მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლამ იმუშავა, შტატი ბიუჯეტის სახსრებით აფინანსებს, რამაც, გამოცემის ინფორმაციით, კონსერვატიული ჯგუფების უკმაყოფილება უკვე გამოიწვია.

თოჯინებს გენდერულად ნეიტრალური სახელები: სემი, რორი, ეივერი და პარკერი ჰქვიათ. აქვთ მოსახსნელი სასქესო ორგანოები და ტანსაცმლის თუ აქსესუარების 100-ზე მეტი დეტალი. ინიციატივა გათვლილია მასწავლებლებზე, სასკოლო მრჩევლებზე, პედიატრებზე და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს იმ სპეციალისტებზე, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ.

გახმაურებული პროექტის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა და მის ავტორებთან, ასევე, მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცისთვის კითხვების დასმა The New York Post-ის ჟურნალისტებმა სცადეს, თუმცა მათი მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა. ცნობილია, რომ მინესოტას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, რომლის ინსტიტუტმაც უოლცი დააჯილდოვა, შტატის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 15 მილიონ დოლარს იღებს.

მედია წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა თოჯინების გამოყენება სავალდებულო და შეძლებენ თუ არა მშობლები ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თქვან. მინესოტას უნივერსიტეტსა და გუბერნატორ ტიმ უოლცის ადმინისტრაციას ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები