ეროვნული მუზეუმის ბაზაზე შექმნილ საერთაშორისო სტანდარტების სარესტავრაციო სახელოსნოში ტექსტილის რესტავრაციისა და კონსერვაციის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ამოქმედდა.
ფრანგმა და ქართველმა რესტავრატორებმა, რვა დამწყებ სპეციალისტთან ერთად, პრაქტიკული და თეორიული საქმიანობა დაიწყეს. სასწავლო პროგრამა ერთი წელი გაგრძელდება.
"ჩვენ აქ ვიმყოფებით, როგორც პარიზის Palais Galliera-ს მუზეუმის რესტავრატორები. ამ მასტერკლასის ფარგლებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ორ ჯგუფთან მიმდინარეობს: ერთი უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდია, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს წარმოადგენს, ხოლო მეორე ახალგაზრდა დამწყები მონაწილეებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც რესტავრაციის საქმეს თავიდან შეისწავლიან," - აცხადებს
პარიზის მუზეუმის, Palais Galliera-ს მთავარი რესტავრატორი ანასტასია ოზოლინი.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით ხორციელდება.