30 ივლისი 2026,   19:42
ვრცლად
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ესტუმრნენ. ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში იმყოფებოდნენ, სადაც გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას გაეცნენ.

სომეხი კოლეგები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც დეპარტამენტებისა და აკადემიის საქმიანობის, ასევე საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაური გარიკ მურადიანი დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით, სასაზღვრო პოლიციის უფროსის, დავით თამაზაშვილის, მოწვევით იმყოფებოდა.

დღის ამბები