05 აგვისტო 2026,   14:40
ვრცლად
მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება, ჩათვალა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება - გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ყრილობა მოქმედი თავმჯდომარის ბოიკოტის ფონზე იმართება. დღევანდელ შეკრებამდე 3 საათი რჩება, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია თინა ბოკუჩავა მიიღებს თუ არა ყრილობაში მონაწილეობას, რომელიც არალეგიტიმურად რამდენიმე დღის წინ თავად გამოაცხადა.

მმართველი გუნდის შეფასებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ბრძოლა შიდა პარტიული გავლენებისთვის გრძელდება. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილმა საკუთარ გუნდს პოლიტიკური განაჩენი უკვე გამოუტანა.

"პარტიის ლიდერი ერთი ჰყავთ, ბელადი სააკაშვილი. სააკაშვილს მიაჩნია, რომ ჟორჟოლიანი უნდა იყოს ხელმძღვანელი და მიაჩნია, რომ ბოკუჩავამ ვერ შეასრულა ის ამოცანა, რასაც ჰქვია შტურმით ციხის აღება. ვერც ხაბეიშვილმა ვერ შეასრულა, თუმცა დაპირისპირებები ბევრი იყო. არ შესრულდა დავალებები და, რასაკვირველია, შიდა ფრონტზე გაცილებით მეტი ძალის მობილიზება ჩათვალა საჭიროდ და მიიჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო ეფექტური იქნება.

ომი გამოაცხადა ფაქტობრივად უკვე დიდი ხანია, 2013 წლიდან, განსაკუთრებით აქტიურად. იყო რამდენიმე მცდელობა რევოლუციისა. აქაც სააკაშვილის სახელი იკითხება ყველგან. დღეს იმ საპატიმროდან მიაჩნია, რომ თავისი ახალი იმიჯით, ახალი ვარცხნილობით, ახალი პოლიტიკა უნდა შესთავაზოს "ნაციონალურ მოძრაობას". დესტაბილიზაცია იყო ეს შინაარსი და მომავალშიც სააკაშვილი არანაირ სხვა ინტელექტუალურ დონეზე არ აპირებს ასვლას," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები