05 აგვისტო 2026,   15:30
ვრცლად
ირაკლი კირცხალია: ისინი არიან არა "ქართული ოცნების" ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. საზოგადოება ელოდება, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექნება ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები

"ისინი არ არიან ოპოზიცია. გადანომრილ, გადაღებილ პარტიებს ვერ წარმოვიდგენ სხვადასხვა პარტიად. ჯერ მარტო სახეებს გადახედეთ, ისინი ხომ ერთი ჯგუფია. ეს დაყოფა და რებრენდინგის მცდელობაც რაღაც დონეზე გამოუვიდათ საერთაშორისო ბინძური ჩარევის ფონზე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას 2020 წლიდან დღემდე რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა ჩაუვარდა.

"ისინი არ არიან "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ოპოზიციაში, ისინი არიან ფორმალურად თავისი ქვეყნის ოპოზიციაში. ის პოლიტიკური სახელი და გვარები, რომლებიც არიან ამ პარტიებში, თუნდაც არაპოლიტიკური წარსულით, ყველა პირდაპირ აფილირებული იყო "ნაცმოძრაობასთან".

ჩვენი საზოგადოება ელოდება, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც ექნება ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები და აქ იქნება სრული თანხვედრა. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ოპონირება გასწიო მმართველ გუნდთან და მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია, რომ შევიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებაში. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება აგენტურა, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიცია იქნება მას შემდეგ, რაც აგენტურა პატრონებთან ერთად მოსცილდება პოლიტიკურ ველს.

დღის ამბები