12 აგვისტო 2026,   21:04
ვრცლად
პოლიციამ თბილისში 41 შეკვრად დაფასოებული "მეთადონი" ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები