სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. დღეს დაგეგმილია 6 საქმის განხილვა. ორზე გადაწყვეტილება უკვე გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაპუნა ნეფარიძეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს, 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
1500 ლარის გადახდა მოუწევს მოქალაქე თეიმურაზ გოგიჩაიშვილს, რომელმაც სიძულვილის ენა დეპუტატ ილია ინჯიას მიმართ გამოიყენა. ეს საქმე ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა