13 აგვისტო 2026,   19:25
ვრცლად
"დიფ სთეითის" შემოტევა საქართველოზე მრავალი მიმართულების სცენარს უკავშირდება: პრობლემების შექმნას ეკონომიკაში, დაპირისპირებების შექმნას საზოგადოებაში, რომლის საბოლოო მიზანი გლობალური დაპირისპირებაა - გიორგი ვოლსკი

რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოსლკიმ გააკეთა.

"დიფ სთეითის" შემოტევა საქართველოზე და არა მარტო საქართველოზე მრავალი მიმართულების სცენარს უკავშირდება: გარკვეული პრობლემების შექმნას ეკონომიკაში, დაპირისპირებების შექმნას საზოგადოებაში, ახალგაზრდებში განსაკუთრებით, - არის ის ამოცანა, რომლის საბოლოო მიზანი უკავშირდება კვლავ გლობალური დაპირისპირების თემას.

ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, იმ გავლენიანი ჯგუფებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება დარჩებათ მათ. რუსეთის ფედერაციის რესურსებზეა ლაპარაკი და, ზოგადად, რუსეთის დამარცხებაზე.

ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო, ოკუპანტი არის და იქამდე დარჩება, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. აი, ამ გარკვეული ფაქტორებით სარგებლობენ. ექსტრემისტული პროცესების განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კონკრეტული შემსრულებლები, მსახიობები არსებობენ. გვაქვს მთავარი ფორმულა - საქართველო უნდა იყოს მონაწილე იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც საქართველოს ნგრევას გამოიწვევს, თუმცა გარკვეულ უპირატესობას შეუქმნის ამ დაპირისპირების ფრონტზე კონკრეტულ ძალას," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები