15 აგვისტო 2026,   07:18
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სამეგრელოში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობროვ ახალგაზრდებთან აქტიურად გრძელდება

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, სამეგრელოში ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების შეხვედრები ადგილობრივ ახალგაზრდებთან აქტიურად გრძელდება.

ამჯერად, დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ჩხოროწყუელ ახალგაზრდებს შეხვდა.
რეჟისორმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა და მათ ქართული თეატრის დაარსების და განვითარების პერიოდები გააცნო.
პარალელურად, მუნიციპალიტეტებში, წარმატებით მიმდინარეობს, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობების მონაწილეობით, სპექტაკლი "ხალდეს" ჩვენებები.

პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო. პროექტის მიზანია რეგიონებში თეატრალური ხელოვნების განვითარება და მასში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

დღის ამბები