16 აგვისტო 2026,   18:28
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ის სენატს მოუწოდებს, წელიწადში ორჯერ საათის გადაწევის პრაქტიკა გააუქმოს

დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების სენატს მიმართავს, დაჩქარებული წესით უყაროს კენჭი კანონპროექტს, რომელიც საათის სეზონური გადაწევის გაუქმებას ითვალისწინებს.
ტრამპის განცხადებით, დროის ორჯერ შეცვლა აბსურდულია და მხოლოდ ქაოსს იწვევს, გვიანობამდე ნათელი დღე კი, სხვა უპირატესობებთან ერთად, კრიმინალის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

"სენატმა რაც შეიძლება მალე უნდა უყაროს კენჭი "საათის გადაწევის გაუქმების აქტს"

დღის მეორე ნახევარში მეტი მზე უკეთესია (მათ შორის, დანაშაულთან საბრძოლველადაც!), მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უნდა დასრულდეს წელიწადში ორჯერ საათების აბსურდული გადაწევა თავისი თანმდევი არეულობითა და ქაოსით. ბოლოს და ბოლოს, მიიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე!!!" - წერს ტრამპი.

დღის ამბები