20 აგვისტო 2026,   01:01
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს, 5 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა - საპოლიციო ღონისძიებამდე, სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს

ალფა პვპ პოლიციამ მანამდე ამოიღო, ვიდრე ნარკოტიკს გასაყიდად სამალავებში დატოვებდნენ. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინაში სამართალდამცველები ოპერატიული ინფორმაციით შევიდნენ. ჩაატარეს ჩხრეკა და ადგილზე დააკავეს 31 წლის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, ის საქართველოს მოქალაქეა და მისამართზე ქირით ცხოვრობდა.

ნაქირავებ ბინაში დაფასოებულ და გასაყიდად გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდნენ ირანის მოქალაქეებიც. კურიერის ინფორმაციით, ორივე მათგანი ახალგაზრდა ქალია. ისინი შეთანხმებით, ჯგუფურად მოქმედებდნენ.

სამართალდამცველებმა დაფასოებული ნარკოტიკი ირანის მოქალაქეების პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. მოგვიანებით, საგამოძიებო მოქმედებებმა მათ დროებით საცხოვრებელ სახლში გადაინაცვლა, ნარკოტიკი პოლიციამ ბინაშიც იპოვა. ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტიც, რათა დადგენილიყო ის ადგილები, სადაც ირანის მოქალაქეებს გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი ჰქონდათ დატოვებული.

თბილისის სხვადასხვა უბანში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ ორი პირი აიყვანეს, მათ შორის ორის ერთ-ერთი რეალიზატორია. მათ საქმეშიც ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და დაფასოებისთვის საჭირო მასალები დევს.

5 პირის დასაკავებლად, საპოლიციო ღონისძიება თბილისში ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ამ დრომდე გრძელდება გამოძიება ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დასადგენად.

"კურიერის" ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიებამდე, სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, მოპოვებული მტკიცებულებები კი ნარკოდანაშაულის საქმეში დევს.

დღის ამბები