ბრიუსელის კონსერვატიულ-ანალიტიკური ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი, ჯონ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი საკუთარ რეგულაციებს პარლამენტში არსებული თუ მის გარეთ მოქმედი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იარაღად იყენებს. მისი თქმით, ორგანიზაციას უსაფუძვლოდ შეეზღუდა წვდომა ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრით გათვალისწინებულ შეხვედრებსა და აქტივობებზე.
"ევროკავშირი (ევროპარლამენტი) საკუთარ რეგულაციებს იარაღად იყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ - როგორც პარლამენტში არსებული ოპოზიციის, ისე პარლამენტის გარეთ, სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედი ოპოზიციის წინააღმდეგ. (ევროკავშირის გამჭვირვალობის რეესტრით გათვალისწინებულ შეხვედრებსა და აქტივობებზე წვდომა, უსაფუძვლოდ შეგვიზღუდეს)" - აცხადებს ბრიუსელის კონსერვატიულ-ანალიტიკური ცენტრის კომუნიკაციების დირექტორი ჯონ ო’ბრაიენი