ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ირანს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის ნავთობის იმპორტი, რათა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გამო შექმნილი შიდა წარმოების დეფიციტი აანაზღაუროს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.
"ბენზინის წარმოება არასაკმარისია და, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გამო, მისი იმპორტიც არ შეგვიძლია", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, მოჰამედ ჯაფარ გაემპანამ.
მედიის ცნობით, განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც, ბოლო დღეებში, ირანელები ბენზინგასამართ სადგურებთან რიგში დგანან და შეერთებულ შტატებთან ომი თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის ფორმატში გადადის.