აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
"მე მასთან კარგი საუბრები მქონდა, ის NATO-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება" - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა, CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის რუსეთში ვიზიტს "სტანდარტული საქმიანი" უწოდა.