28 აგვისტო 2026,   05:54
ვრცლად
უაქციზო სიგარეტის გადატანის მცდელობა - სპორტულ ინვენტარში დამალული 202 176 კოლოფი სიგარეტი საბაჟოზე აღმოაჩინეს

202 176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და საქართველოს გავლით უაქციზო სიგარეტის გადატანის ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ბელარუსში რეგისტრირებული საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

სატვირთო ავტომობილში, რომელიც საქართველოს გავლით ჩეხეთში მიემართებოდა, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა სპორტული მოედნებისთვის განკუთვნილ მასალასთან ერთად დამალული დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს, რომლის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურმა საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უკვე გადაუგზავნა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულ პირს ბრალი უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც შეეფარდა.

დღის ამბები