30 აგვისტო 2026,   02:31
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და სანქციებისა და ამერიკული ზეწოლის ფონზე საკუთარი სამხედროებისთვის ხელფასების გადახდასაც ვერ ახერხებს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და სანქციებისა და ამერიკული ზეწოლის ფონზე საკუთარი სამხედროებისთვის ხელფასების გადახდასაც კი ვერ ახერხებს.

"ირანი ახლა თავის სამხედროებს ხელფასებს ვერ უხდის. ისინი სერიოზულ პრობლემებში არიან. მათ ძალიან მცირე შესაძლებლობები აქვთ. გასულ ღამეს ჩვენ ჰორმუზის სრუტეში 24 ნავი გავატარეთ. ჩვენ მათ მუდმივად გავატარებთ. ამას ძალიან ღიად ვამბობ. ეს არ ნიშნავს, რომ სამხედრო თვალსაზრისით ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ. სრუტე ღიაა, როგორც იცით. ჩვენ მასზე კონტროლი გვაქვს და ბლოკადაც გვაქვს დაწესებული," - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტების კითხვაზე - დასჯის თუ არა რუსეთს, თუ ისინი ირანთან საქმიანობას გააგრძელებენ, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

"ჯერჯერობით, ვფიქრობ, რუსეთი საკმაოდ კარგად იქცევა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით"- განაცხადა მან.

 

დღის ამბები