მარიამობის დღესასწაულის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მსჯავრდებულები შეიწყალა.
კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირის მიმართ გამოიყენა, მათ შორის შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლეობა მოეხსნა.
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, 2025 წლის იანვარში თანამდებობის დაკავებიდან დღემდე გამოცემული აქვს შეწყალების 10 ძირითადი აქტი.
რუსთავის, გლდანისა და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში შეწყალებული პირების გასათავისუფლებლად ბოლო პროცედურები მიმდინარეობს, პატიმრების ნაწილი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ეტაპობრივად ტოვებენ.