29 აგვისტო 2026,   07:17
ვრცლად
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, შვილთან, პრემიერ-მინისტრთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოსა და მონტენეგროს კალათბურთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებს მოპოვებული წარმატება მიულოცა, კალათბურთელებს მადლობა გადაუხადა და მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე შემდგომი გამარჯვებები უსურვა.

დღის ამბები