ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ფინანსური ზომების ფარგლებში, აშშ-ის ხაზინამ ეგვიპტური ბანკის, "მისრის", არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოქმედ ფილიალს ამერიკულ ბანკებთან ტრანზაქციების განხორციელება და თანამშრომლობა აუკრძალა.
გარდა ამისა, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ირანის ეროვნული ბანკის დუბაის ფილიალის მენეჯერს, რეზა მოჰამადს.
განცხადება სოციალურ ქსელში აშშ-ის ხაზინის მდივანმა გაავრცელა:
"ხაზინამ პირობა დადო, რომ თეირანს ყველა დარჩენილ ეკონომიკურ არტერიას გადაუჭრიდა და ირანის რეჟიმისგან მომდინარე საფრთხეს საბოლოოდ დაასრულებდა. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ ირანის მხარდამჭერები, რომ ისინი აშშ დოლარსა და გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომას ვეღარ შეინარჩუნებდნენ. ბანკ "მისრის" არაბთა გაერთიანებული საამიროების ფილიალმა გადაწყვიტა, ეს მწარე გამოცდილებით საკუთარ თავზე გამოეცადა. დღეს ჩვენ ვდგამთ პირველ ნაბიჯს, რათა მას ირანის რეჟიმის მიმართ უწყვეტი და აღმაშფოთებელი მხარდაჭერის გამო მკაცრად ვაგებინოთ პასუხი", - წერს სკოტ ბესენტი.
ლუკა ჩლაიძე