29 აგვისტო 2026,   13:08
ვრცლად
სეუტაში მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა მიგრანტების წინააღმდეგ გამოსვლები სეუტაში. ადგილობრივებმა სანაპიროზე მდებარე ბანაკს ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა ქვები ესროლეს სამხედროების მანქანებს.

"წითელ ჯვარს" მიგრანტებისთვის საკვების მიწოდების საშუალება არ მისცეს. დემონსტრანტები მაროკოელი მიგრანტების გაძევებას ითხოვენ.

ესპანურ ექსკლავში ჰუმანიტარული კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი თვის წინ მაროკოდან მიგრანტები ესპანეთის ტერიტორიაზე მასობრივად შეიჭრდნენ. 84 000-იან ქალაქში 70 000-ზე მეტი მიგრანტი შევიდა. უმეტესობა უკან დაბრუნდა, თუმცა ათასობით კვლავ ქალაქის ქუჩებსა და სანაპიროებზე ათევს ღამეს.

დღის ამბები