01 სექტემბერი 2026,   16:18
ვრცლად
ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგება

ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას "ევროაქტივი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი აცხადებს, რომ საკითხი "მოლაპარაკების საგანი არ არის" და "კარი დახურულია".

ბელგია შიშობს, რომ აქტივების გამოყენებამ ქვეყანა რუსეთის მხრიდან სამართლებრივი დავების რისკის წინაშე შეიძლება დააყენოს. ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გააკრიტიკა ბალტიის ქვეყნები - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც აქტივების გამოყენებას აქტიურად უჭერენ მხარს. მისი თქმით, ბელგიაზე ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივი ზეწოლა მიზანშეწონილი არ არის.

დღის ამბები