01 სექტემბერი 2026,   17:09
ვრცლად
გახარიას გუნდისგან არაფერს ველოდებით არც კონსტრუქციულს და არც სასარგებლოს ამ ქვეყნისათვის - თორნიკე ფაღავა

პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა.

მანამდე პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა, იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. გაკეთდა განცხადება, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, არაერთ რეფორმაზე იწყებს მუშაობას.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ, გიორგი გახარიას გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან პარლამენტში არაფერს ელის უმრავლესობა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პრიორიტეტებს, როგორც ფაღავა აცხადებს, პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკური განვითარება, მართლწესრიგი და უსაფრთხოება.

"გახარიას გუნდისგან არაფერს ველოდებით არც კონსტრუქციულს და არც სასარგებლოს ამ ქვეყნისათვის, იმდენად, რამდენადაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვნახეთ ისინი რამდენად დესტრუქციულები იყვნენ და ბოლოს უკვე უკადრებელიც იკადრეს და პირდაპირ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, აქედან გამომდინარე არ გვგონია და არ ვფიქრობთ, რომ მათთან პროდუქტიული თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება არც ამ საშემოდგომო სესიაზე.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პრიორიტეტებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს იქნება ეკონომიკური განვითარება, მართლწესრიგი, უსაფრთხოება. რაც შეეხება პირველ კანონპროექტს, რომელზეც დავიწყეთ უკვე მუშაობა, ეს არის ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდა, რაც წარმოშობს შემდეგ ქონების გადასახადს და ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა, იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს გაუმჯობესდება და გაუმარტივდება მდგომარეობა,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა.

დღის ამბები