05 სექტემბერი 2026,   02:27
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ესპანეთში - მადრიდში დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ესპანეთში ასობით ათასი მოქალაქე პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის გადადგომას, სეუტაში შეჭრილი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევებას და მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას ითხოვს.

მადრიდში, პარლამენტის შენობასთან, დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაკავებულია ოთხი დემონსტრანტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავდა ოთხი ძალოვანი.

საპროტესტო გამოსვლები ესპანეთის 200-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა.

დღის ამბები