05 სექტემბერი 2026,   07:30
ვრცლად
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - სასამართლო დავით კვინიკაძის საქმეზე მსჯელობს, რომელმაც შეურაცხყოფა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს მიაყენა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს დავით კვინიკაძის საქმეზე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომელმაც სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაზე შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა. ორი საქმის განხილვა კი გადაიდო.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე გოგა გორგოძის მიმართ. მან გამოიყენა სოციალურ ქსელში სალანძღავი სიტყვები უმისამართოდ. პასუხისმგებლობაში მიცემულმა პირმა აღიარა სამართალდარღვევა და სასამართლოს მიერ განისაზღვრა სიტყვიერი შენიშვნა", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანდრო გურულმა.

დღის ამბები