აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
საელჩოს განმარტებით, ემი დიაზი მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას", - აღნიშნულია განცხადებაში.