08 სექტემბერი 2026,   14:38
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ბატონი ღარიბაშვილი ამ დონემდე დავიდა - მის საქციელს ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა, მიხეილ სააკაშვილი იწონებს - თორნიკე ფაღავა

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. ამ დრომდე გამოკითხულია 10 პირი, რომლებიც როგორც თავად ამბობენ, საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობენ და ჯორბენაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ამბობს, რომ ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. 

"სამწუხარო გახლავთ ის, რომ ბატონი ღარიბაშვილი, "ქართული ოცნების" გუნდის ყოფილი ლიდერი, დავიდა იმ დონემდე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურა, მიხეილ სააკაშვილი, უწონებს მას თავის საქციელს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აზიანებს "ქართულ ოცნებას". მე მგონი, ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს ბატონი ღარიბაშვილის მიერ გადადგმულ უკანასკნელ ნაბიჯებზე. საბოლოო ჯამში, მივედით იქამდე, რომ, ერთი მხრივ, ამ ადამიანურ ტრაგედიაზე კაპიტალიზებს "ნაციონალური მოძრაობა" და რადიკალური ოპოზიცია, მეორე მხრივ კი, ამ ადამიანურ ტრაგედიას ირაკლი ღარიბაშვილი იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და იმისთვის, რომ როგორმე თავი აარიდოს მართლმსაჯულებას", - აცხადებს თორნიკე ფაღავა.

 

დღის ამბები