09 სექტემბერი 2026,   00:57
ვრცლად
ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა - სომხური მედია

თეირანმა ნიკოლ ფაშინიანს, მოულოდნელად, ახალი მკაცრი პირობები წაუყენა "ტრამპის გზის" (Trump Road) მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა საჯარო სივრცეში კეთილგანწყობას ინარჩუნებს, - ინფორმაციას Armenia News-ი ავრცელებს

როგორც სომხური მედიასაშუალება წერს, ირანის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ სომხეთში TRIPP-ის პროექტის უსაფრთხოება უზრუნველყონ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ან იმ მესამე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

როგორც ჟურნალისტს წყარომ განუცხადა, თეირანი ამით ცდილობს, თავიდან აიცილოს ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა თავის საზღვართან. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ თუ ამერიკული ძალები განლაგდებიან, თეირანმა ისინი შესაძლოა პოტენციურ სამხედრო სამიზნედ აღიქვას.

დღის ამბები