11 სექტემბერი 2026,   07:11
ვრცლად
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებმაც დაადასტურეს ნია იმნაძის ბრალეულობა ჩადენილ დანაშაულში - გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში დაკავებული ორი პირის პროცესი იმართება. ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში, ანასტასია ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაზე მსჯელობენ. სასამართლოში იმყოფება მოკლული გიგა ავალიანის დედაც.

საქმის პროკურორის განცხადებით, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინა სასამართლოს სხდომაზეც, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დასტურდება ნია იმნაძის ბრალეულობა.

"საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელმაც აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და ახლა უკვე წინა სასამართლოს სხდომაზეც, უკვე უფრო მაღალი სტანდარტით დაადასტურეს ნია იმნაძის ბრალეულობა, ჩადენილ დანაშაულში. კერძოდ, აქ ვსაუბრობთ როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე, ასევე დეტალურებზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს ნია იმნაძის მოტივს და მიზანს ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

დღის ამბები