10 სექტემბერი 2026,   22:59
ვრცლად
"დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და პლატფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის" - მაკა ბოჭორიშვილი

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა. პრემიერის განცხადებით, ქვეყანა მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ევროპელ კოლეგებთან.

საერთაშორისო სამიტში 100-ზე მეტი ქვეყნის 2 000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

სამიტთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

"დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატები და თანამშრომლობის პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც აქვთ დიდ ქვეყნებს კოსმოსთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რაც დღესაც იყო გაჟღერებული, რომ თანაბრად იყოს, ასე ვთქვათ, განაწილებული უფლებები და ეს ეკუთვნის ყველას, ყველა სახელმწიფოს და არ არის ერთი ან ორი სახელმწიფოს საკუთრება ის, რაც ხდება დღეს კოსმოსში და რაც ასე მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და ეკონომიკური განვითარებისთვის," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები