"ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირანის ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებს და მსოფლიოს მოუწოდებს მის წინააღმდეგ გაერთიანდეს:
"ჩვენ საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად, სრულიად ღიად აცხადებს: "ჩვენი სამიზნე კომერციული გემებია". მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ გვინახავს.
ისინი ნაცისტური წყალქვეშა ნავების ტაქტიკას იყენებენ.
სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს მსოფლიო და დაგმოს ეს ქმედება,"- აცხადებს მარკო რუბიო.