21 ოქტომბერი 2026,   12:24
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრო: პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მიმდინარეობს. 

"2026 წლის 20 ოქტომბერს, მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საქმის გარემოებების სრულყოფილი და ობიექტური შესწავლის მიზნით, მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები