ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ, 9/11-ის მემორიალთან პატივი მიაგო 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ განცხადება საკონსულომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ, 9/11-ის მემორიალთან პატივი მიაგო 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
11 სექტემბერს მომხდარი ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. საქართველოს გენერალური საკონსულო სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ამერიკელ ხალხს", - აღნიშნულია განცხადებაში.