14 სექტემბერი 2026,   19:05
ვრცლად
ჩამორთმეულია უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე, დანიშნულია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - ადვოკატი ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებაზე

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდათ.

ადვოკატ ლევან მახარაშვილის ინფორმაციით, ვასილ მხეიძე საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებს. 

"გაფორმდა საპროცესო შეთანხმება იმავე პირობებით, რა პირობებითაც გაფორმდა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. შესაბამისად, ბატონი ვასილი დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე დღეში.

ბატონ ჯუანშერს მიესაჯა ხუთი წლის თავისუფლების აღკვეთა, სამ წელს გაატარებს საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო ორი წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ჩამორთმეული არის უძრავი ქონება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და ამას გარდა დანიშნული არის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა", - აცხადებს ადვოკატი. 

სასამართლომ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დამნაშავედ ცნო.
მას სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით სასჯელად. მასვე, დაეკისრა ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით. ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ. მათ 100 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

დღის ამბები