ახმეტამ ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაკავებულიყვნენ შემეცნებითი და გასართობი აქტივობებითაც. ფესტივალის ფარგლებში, აირჩიეს და დააჯილდოვეს მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ახალგაზრდები.
საღამო "სტატუს ბენდის" კონცერტით დასრულდა. ღონისძიება, მერიის ორგანიზებით, უკვე მეოთხე წელია იმართება.