83 მომხრე, 0 წინააღმდეგი - პარლამენტში, პლენარული სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე თამაზ ბორაშვილის არჩევას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომამდე, ბორაშვილს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს.
მან ვრცლად ისაუბრა უწყების მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა.
სუს-ის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა მედიას ორი დღის წინ წარუდგინა.