18 სექტემბერი 2026,   22:58
ვრცლად
ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინის მხარდაჭერაზე უფრო იაფი გზა არ არსებობს, რადგან ჩვენ თავად არ ვართ მზად სრულად დავიცვათ თავი. ეს ცინიზმი კი არა, სასტიკი რეალობაა - ნორბერტ როტგენი

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი, უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტური გზაა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერა პირველ რიგში, ადამიანურად სწორი ნაბიჯია, თუმცა, ამასთანავე, პირდაპირ უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას.

"ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უკრაინის მხარდაჭერაზე უფრო იაფი გზა არ არსებობს. ფაქტები სახეზეა: დღეს ბიუჯეტიდან, სპეციალურ ფონდთან ერთად, 130-140 მილიარდ ევროს ვხარჯავთ ბუნდესვერის გასაძლიერებლად, თუმცა ის ჯერ კიდევ შორს არის იმისგან, რომ სრულფასოვნად შეძლოს ჩვენი დაცვა. მეორე მხრივ, უკრაინას საბიუჯეტო დახმარების სახით 12 მილიარდ ევროს ვაძლევთ. ეს ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიაა, რადგან ჩვენ თავად ჯერ არ ვართ მზად სრულად დავიცვათ თავი.

ეს ცინიზმი კი არა, სასტიკი რეალობაა. უკრაინის დახმარებით და მისი ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებით, უკრაინელები საკუთარი სისხლის ფასად ყიდულობენ ჩვენთვის დროს, რათა რუსული საფრთხის მოსაგერიებლად მოვემზადოთ. ამ დროის გარეშე, ჩვენ ამას უბრალოდ ვერ შევძლებდით. ვაღიარებ, მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე დღემდე მიმდინარეობს კამათი და პოლემიკა. თუმცა, ეს დემოკრატიული პროცესია", - აცხადებს ნორბერტ როტგენი. 

დღის ამბები