19 სექტემბერი 2026,   01:39
ვრცლად
პროტესტი თუ ხელოვნური პროვოკაცია - ინციდენტი სამგორის პარკის გახსნაზე და მმართველი გუნდის შეფასება

ოპოზიციის აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ერთგვარ პერფორმანსს, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა თბილისის მერთან ადგილობრივების დაპირისპირება დაარქვეს. ინფორმაციაც, ერთმანეთის მიყოლებით, სწორედ ამ სათაურით გაავრცელეს. ფაქტს მმართველ პარტიაში კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიას უწოდებენ და ამბობენ, რომ კახა კალაძის ღონისძიებაზე რადიკალიზმით გამორჩეული აქტივისტის გამოჩენაც შემთხვევითი არ არის.

ვიდეომასალა სოცქსელში, შეურაცხმყოფელი შეძახილების ავტორმა თავადვე გაავრცელა. დედაქალაქის მერი სამგორში ახალი პარკის გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ოპოზიციის აქტივისტს მხარდაჭერას ოპოზიცია დღესაც უცხადებდა და გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებდა.

პროტესტის გამოხატვა სკვერში მმართველი გუნდისთვის მეტყველებს, რამდენად აღიზიანებს ოპოზიციას პროგრესი და ყველა ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას და ხელისუფლებას უკავშირდება. 1 აქტივისტის კონკრეტულ ქმედებაზე კითხვა დღეს პრემიერ-მინისტრსაც დაუსვეს. 

მარიამ მეყანწიშვილი საჯარო მოხელის შეურაცხყოფისთვის ერთხელ უკვე დააჯარიმეს, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტის გამო. დაუმორჩილებლობის მიზნით, ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულიც იყო. აქტივისთვის განსაკუთრებით აქტიურობდა 4 ოქტომბრის აქციაზე.

დღის ამბები