აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MSNOW-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა დაუყოვნებლივ აუკრძალა.
პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნული მედიასაშუალებების მხრიდან მუდმივად "ყალბი ამბებისა და სიცრუის" გავრცელებაა:
"სიამაყით ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას "ყალბი ამბების" გამავრცელებელ CNN-ს, MSNOW-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა MSNBC-დან დაბალი რეიტინგისა და სანდოობის გამო!) და Politico-ს (რომელმაც აშშ-ის მთავრობისგან - "თაღლითი" ჯო ბაიდენის პირობებში მიიღო უკანონო და აბსურდული, 8-მილიონიანი კონტრაქტი გამოწერაზე; ეს აბსოლუტური რეკორდია და მიზნად მათ "გადარჩენას" ისახავდა - ჩემთვის ეს კორუფციას ჰგავს!).
ამის მიზეზი მათ მიერ მუდმივად "ყალბ ამბების" "გაშუქებაა"! მედიასაშუალებებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, მუდმივად წერონ ან ავრცელონ გამოგონილი ამბები და სიცრუე, როდესაც აშუქებენ აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპის ადმინისტრაციას ან ამერიკის შეერთებულ შტატებს. სიაში "ყალბი ამბების" გამავრცელებელი სხვა მედიასაშუალებებიც მოხვდებიან. გმადლობთ ყურადღებისთვის!"- წერს დონალდ ტრამპი.