ჩვენი პროექტის განხორციელებას ბევრი დრო, დიდი ძალისხმევა და სერიოზული ჩართულობა დასჭირდება, - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, Trump Tower-ის პროექტზე საუბრისას.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შვილისა და ტრამპის ბიზნესიმპერიის მმართველის თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია ღირსეულ, მაღალი რეპუტაციის მქონე პირებთან თანამშრომლობა.
"ალექს საფირი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორია და რომელმაც ილია წულაიასთან და ყველა დანარჩენთან დაგვაკავშირა, ჩემი დიდი ხნის მეგობარია. ის შესანიშნავი ადამიანია.
ჩვენ ალექსთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. მასთან ერთად, მრავალი წლის წინ, ნიუ-იორკის ცენტრში Trump SoHo ავაშენეთ, რომელიც წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.
ალექსი შესანიშნავი ადამიანია. სწორედ მან გაგვაცნო ილია და მთელი გუნდი. შესანიშნავი ადამიანები არიან - ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, დიდი პროექტი წარმატებით განახორციელონ.
ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ძალიან კარგად იცნობენ. მათ გვერდით ყოფნაც ძალიან მსიამოვნებს. ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მსგავს პროექტზე მუშაობისას ხანგრძლივი დროის გატარება გვიწევს ერთად.
იმედი მაქვს, რომ რაღაც მართლაც დიადს შევქმნით.
ჩვენ გვყავს რეგიონში ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას. ჩვენ პატარა საცხოვრებელ კომპლექსს არ ვაშენებთ. ჩვენ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მონუმენტურ ცათამბჯენს ვაშენებთ.
ამ პროექტის განხორციელებას ბევრი დრო, დიდი ძალისხმევა და სერიოზული ჩართულობა დასჭირდება. ალექსთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. ილია წულაიას აქვს შესანიშნავი რეპუტაცია, რომელიც ბევრს ამბობს მასზე და მის ბიზნესზე", - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.