საკუთარმა გამოგონებამ ახალგაზრდებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა. ქუთაისელმა თემურ ადეიშვილმა და ლევან ჭოლაძემ ინოვაციური ტექნოლოგია შექმნეს - ჭკვიანი ზურგჩანთა, რომელიც გაკვეთილების ცხრილს თავად არეგულირებს და მოსწავლეს აჩვენებს, რამდენი და რომელი წიგნი ჰქონდეს ჩანთაში.
ჭკვიან ჩანთას მონიტორი და სპეციალური მექანიზმი აქვს. მას შემდეგ, რაც მოწყობილობაში ცხრილი ჩაიტვირთება, ეს მექანიზმი იწყებს დღეების მიხედვით ცხრილის რეგულირებას.
ჭკვიანი ზურგჩანთა, სულ მალე, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ, სანამ მოსწავლეებამდე მივა, გამომგონებლები ფიქრობენ, რომ მას კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაამატონ. როგორც ქართველმა გამომგონებლებმა გვითხრეს, მათ მიერ შექმნილ ჩანთას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
ელენე ქოჩიაშვილი ნებულა AI ჰაბის ტრენერია. ქართველმა ახალგაზრდებმა გამოგონებაზე რამდენიმე თქვე მასთან ერთად იმუშავეს.
ქუთაისის მომავალი თაობა ყოველდღიურად ეუფლება მომავლის პროფესიებს, ავითარებს ახალ უნარებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქუთაისის AI ჰაბს, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან აახლოებს. ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში ჩადებული ინვესტიციების მთავარი მხარდამჭერი კი "ჯორჯიან მანგანეზია".