22 სექტემბერი 2026,   07:58
ვრცლად
მსგავს აქციებს და ე.წ. აჟიოტაჟს წარმატების არანაირი შანსი არ აქვს - გიორგი ჩაკვეტაძე "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე

"მოულოდნელი ნაკლებად არის, თუმცა მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, მით უმეტეს, როდესაც ეთნიკური ნიშნით, ხდება კონკრეტულ ინვესტიციაზე იარლიყის მიწებება - ეს არასწორია", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, ამ პროექტის თითოეული ასპექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ემსახურება.

"ჩვენ, როგორც ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი, მსოფლიოში ვართ მოწინავე ეკონომიკური ზრდის ტემპით, მათ შორის ეს არის განპირობებული მსგავსი პროექტებით, აქ საუბარია მილიარდობით ამერიკული დოლარის ინვესტიციაზე.

მსგავს აქციებს, ე.წ. აჟიოტაჟს არანაირი წარმატების შანსი არ აქვს", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები