თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღეს, ინსტრუმენტული მუსიკის კონცერტი შედგა.
მსმენელის წინაშე გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და საქართველოს სიმფონიეტა, იტალიიდან მოწვეული სტუმრის, ჰობოისტ სერჯიო აზოლინის მონაწილეობით წარდგნენ. კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და 26 სექტემბერს დასრულდება.