21 სექტემბერი 2026,   13:06
ვრცლად
ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, შეერთებულ შტატებში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალურ დებატებზე სიტყვით ხუთშაბათს გამოვა. ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერი ასევე ჩაერთვება "მრავალმხრივი პარტნიორობის" სამიტსა და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან.

დღის ამბები